„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული სასამართლო ინსტანციები პრაქტიკულად ადასტურებენ ქართული სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებების სისწორეს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„როდესაც აქ ერთი მუჭა რადიკალები ერთ ამბავს ტეხენ და ამბობენ თითქოს სამართალდამცავი ორგანოები და საქართველოს სასამართლო სისტემა რაიმე ფორმით ადამიანის უფლებების დარღვევის გზით დადის და ცდილობენ ამ საქმეებს ტალახი ესროლონ. აღმოჩნდება ხოლმე ძალიან მალე ევროპულ სასამართლოებში, რომ ქართული მართლმსაჯულება არის აბსოლუტურად სწორი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაგზავნილი წერილი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.