ვულკანის ამოფრქვევა თანამედროვეობის ყველაზე ხმამაღალ მოვლენად დასახელდა

ვულკანის ამოფრქვევა

თანამედროვეობის ისტორიაში ყველაზე ხმამაღალ მოვლენად 2022 წელს, წყნარ ოკეანეში მდებარე წყალქვეშა ვულკანის ხუნგა-ტონგა-ხუნგა-ხააპაის ამოფრქვევა დასახელდა.

შესაბამისი კვლევა ალასკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ დაადგინეს, რომ ხმოვანმა ტალღამ დედამიწას რამდენჯერმე დაარტყა წრე. აფეთქების ხმა დაფიქსირდა ევროპაში, ალასკაზე და ხუნგა-ტონგადან ათასობით კილომეტრის მანძილზე მდებარე სხვა ადგილებში.

მეცნიერები აზუსტებენ, რომ ადამიანებს არაფერი ესმოდათ, რადგან აფეთქების ხმა ადამიანის სმენისადმი მიუწვდომელ სიხშირეებზე ისმოდა და მისი დეციბელებში გაზომვა შეუძლებელია.

პლანეტის ისტორიაში ყველაზე ხმამაღალ ხმად კი 1883 წელს, ინდონეზიაში ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევა ითვლება.