ტრამპების ოჯახი მობილურ ქსელს შექმნის და სმარტფონებს გამოუშვებს

სმარტფონები

Trump Organization-ში განაცხადეს, რომ შექმნის საკუთარ მობილურ ქსელსTrump Mobile და გამოუშვებს სმარტფონს T1-ს.

Trump Mobile-ს ერთიანი ულიმიტო გეგმა ექნება, რომელიც თვეში 47,45 დოლარი ეღირება. სმარტფონის ღირებულება კი 499 დოლარს შეადგენს. აღნიშნულია, რომ მის წარმოებას აშშ-ში უკვე წელს დაიწყებენ.

„Trump Mobile-ი მობილური ტელეფონებისა და მობილური კავშირის სფეროში რევოლუციის მოწყობას აპირებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა და Trump Organization-ის ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა.

გამოცემა The Verge აღნიშნავს, რომ Trump Mobile სატარიფო გეგმა სხვა ოპერატორების ანალოგიურ შეთავაზებებზე ძვირია, სმარტფონ T1-სი აღწერაში კი ბევრი ტექნიკური შეცდომა.