პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1752693142
ჩინეთში 11 ივლისს კლონირებული იაკი (Bos grunniens) დაიბადა საკეისრო კვეთის შედეგად. ამ ცხოველის კლონირება სამხრეთ-დასავლეთ ტიბეტის ტერიტორიაზე, ტამსიუნგის საგრაფოში, შეძლეს. იაკი დაბადებისას 33.5 კილოგრამს იწონიდა, რაც საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ მეტია. შავი ფერის კლონირებული ცხოველი სრულიად ჯანმრთელია და გადაადგილება გართულებების გარეშე შეუძლია.
კლონირება სომატური უჯრედის ბირთვის გადატანის მეთოდით განხორციელდა. მეცნიერებმა ზრდასრული იაკის უჯრედიდან ამოღებული ბირთვი ენუკლეირებულ (ბირთვმოცილებულ) კვერცხუჯრედში გადაიტანეს. მიღებული ემბრიონი სუროგატი იაკის საშვილოსნოში შეიყვანეს, რის შედეგადაც კლონირებული იაკი განვითარდა.
ეს მოვლენა მნიშვნელოვანი მიღწევაა სასოფლო-სამეურნეო ცხოველების გამრავლების სფეროში. იაკებს ადგილობრივი ეკონომიკისა და ეკოლოგიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ — ისინი აქ მცხოვრებ ადამიანებს ხორცით, რძითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფენ.
პროექტი 2023 წელს ჭეძიანგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაიწყეს. ეს ტამსიუნგის საგრაფოს მთავრობასთან და ტიბეტის მაღალმთიანი ბიოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით გააკეთეს. მათ იაკის ისეთი ჯიშების გამოყვანა სურდათ, რომლებიც უფრო ძლიერები, პროდუქტიულები და დაავადებების მიმართ უფრო გამძლეები იქნებოდნენ. პროგრამის მიზანი იყო ისიც, რომ ტიბეტის უნიკალურ პირობებზე მორგებული სელექციური სისტემა შეექმნათ.
ტიბეტის მაღალმთიან რეგიონში იაკი ათასწლეულების წინ მოიშინაურეს. ამ ცხოველს გადარჩენა ურთულეს პირობებშიც კი შეუძლია, ამიტომ იგი რეგიონის საკვებით მომარაგების უმთავრესი წყაროა; იგი უზრუნველყოფს ეკოსისტემის უსაფრთხოებასაც. გარდა ამისა, მოსახლეობა იაკებს რთულ რელიეფზე ტვირთის ტრანსპორტირებისთვისაც იყენებს. სწორედ ამ მიზეზების გამო თამამად შეიძლება ითქვას, რომ იაკი რეგიონის კულტურის, ეკონომიკისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1752693142
დასახელდნენ ზოდიაქოს ყველაზე ნიჭიერი ნიშნები
1752671580