მეცნიერებმა შექმნეს შავი ქსოვილი, რომელიც სინათლის 99.87%-ს შთანთქავს

შავი ქსოვილი

კორნელის უნივერსიტეტის ინჟინრებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შავი ქსოვილი შექმნეს, რომელიც მის ზედაპირზე მოხვედრილი სინათლის 99.87%-ს შთანთქავს.

ამ მასალას მეცნიერებმა ულტრაშავი ქსოვილი უწოდეს. იმისათვის, რომ რაიმე ულტრაშავად აქციო მისი უბრალოდ შეღებვა საკმარისი არ არის. მეცნიერებს ამისთვის სტრუქტურის მიკროსკოპულ დონეზე შეცვლა სჭირდებათ, რათა მან რაც შეიძლება მეტი სინათლე შეაკავოს.

ეს შთამბეჭდავი ქსოვილი მხოლოდ ლაბორატორიული პროდუქტი არ არის. კორნელის მოდის დიზაინის სტუდენტმა ზოე ალვარესმა შექმნა კაბა, რომელიც თანდათან მუქდება და კულმინაციას ულტრაშავ ქსოვილში აღწევს, რომელიც ცენტრალურ ლურჯ ფერს აკრავს გარს. ეს კონტრასტი ნამდვილად სამოთხის ფრინველს მოგვაგონებს.