მეცნიერებმა ლომის ღრიალის ახალი ტიპი აღმოაჩინეს

ლომი

აქამდე მიიჩნეოდა, რომ ლომის ღრიალის მხოლოდ ერთი ტიპი არსებობს. თუმცა, მეცნიერებმა ლომის ღრიალის ახალი ტიპი აღმოაჩინეს, რომელსაც შუალედური ღრიალი უწოდეს. იგი უფრო მოკლეა და დაბალი ბგერებით ხასიათდება.

მკვლევრების შეფასებით, ნებისმიერი ლომის ღრიალი უნიკალურია. გარდა ამისა, მისი გაშიფვრით ცხოველის სქესის, ასაკისა და სხვა მახასიათებლების გაგებაა შესაძლებელი.

კვლევის ფარგლებში, აფრიკული ლომების ღრიალის 3 149 ჩანაწერი გააკეთეს, რომელთა გასაანალიზებლადაც მათ ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენეს. სწორედ ასე გამოვლინდა შუალედური ღრიალი. 

AI მოდელის გამოყენებით მეცნიერებმა ლომის გამოცემული ხმების კლასიფიკაცია 95%-იანი სიზუსტით მოახერხეს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ბუნებაში დაახლოებით 23 000 აფრიკული ლომიღაა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სახეობა წითელ წიგნშია შეყვანილი. ახალი კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი ნაშრომი ლომების უფრო ზუსტი რაოდენობის განსაზღვრაში შეიტანს წვლილს.