1748980445
ბენქსიმ თავისი ახალი ნამუშევარი წარადგინა

ცნობილმა ბრიტანელმა გრაფიტის ოსტატმა ბენქსიმ ინტერნეტში თავისი ახალი ნამუშევრის ფოტო გაავრცელა.
ბენქსის ინსტაგრამში გამოქვეყნებულ ფოტოზე კედელზე დახატული შუქურაა გამოსახული, რომელსაც დაერთვის წარწერა: „მინდა ვიყო ის, რაც შენ ჩემში დაინახე“ (I want to be what you saw in me).
კედელზე დახატული შუქურას წინ ბოძი დგას. მისგან შუქურამდე ტროტუარზე ჩრდილია დახატული, ისე, რომ შუქურა ბოძის არაპროპორციულ ჩრდილად აღიქმება.
ბენქსის არ დაუზუსტებია, სად შექმნა თავისი მორიგი ნაშრომი, თუმცა მალევე დადგინდა, რომ გრაფიტი საფრანგეთში, ქალაქ მარსელში მდებარეობს.