1750530034
ყველაზე ცნობილი ქართველი ინფლუენსერი ბავშვი 13 წლის გახდა - კადრები ემილიას დაბადების დღიდან

ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის კარგად ცნობილი იუთუბერი და ინფლუენსერი ემილია 13 წლის გახდა. დაბადების დღე გრანდიოზულად გადაიხადა მეგობრების წრეში და წვეულების ამსახველი ვიდეო და ფოტოებიც გამოაქვეყნა. ემილია სულ პატარაობიდან ცნობილია და მის ვიდეოებს ასი ათასობით ბავშვი უყურებ, იგი საქართველოში ყველაზე ცნობილი და წარმატებული ბავშვი ვლოგერია.
შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტ მაყურებლის თვალწინ გაიზარდა ემილია, რომლის პოპულარობაც მისი ოჯახის დამსახურებაა. რამდენიმე წლის წინ მის ვიდეოებში მისი პატარა და დანიელაც გამოჩნდა, პერიოდულად სერიალების ტიპის პატარა ფილმებიც ჩნდება მის არხზე, რომელშიც მის მეგობრებთან ერთად, მისი მშობლებიც ჩნდებიან ხოლმე.
View this post on Instagram

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750524420