„ყოველ დღე მენატრები ჩემო პატარავ“ - ილია თოფურია ემოციურ კადრებს ავრცელებს

ილია თოფურია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ემოციურ კადრებს ავრცელებს და წერს, რომ მას პატარა გოგონა ყოველ დღე ენატრება. 

„ყოველ დღე მენატრები ჩემო პატარა“, - წერს ილია. 

შეგახსენებთ, რომ UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მისი მეუღლის - ჯორჯინა უსკატეგის დაშორების შესახებ მსოფლიო მედია წერს.

როგორც ცნობილია, ჯორჯინამ სასამართლოს უკვე მიმართა და 50 პროცენტიც მოითხოვა.