გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
სოციალურ ქსელებში გავრცელდა რგოლი, რომელზეც კატა უშედეგოდ ცდილობს დაღმავალ ესკალატორზე ასვლას. ვიდეო სტამბოლში, საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტშია გადაღებული.
კომენტარებში ჯიუტ ცხოველს სიზიფე შეარქვეს, ძველბერძნული მითოლოგიის გმირის პატივსაცემად, რომელსაც ღმერთებმა სიკვდილის შემდეგ მთაზე მძიმე ქვის ატანა მიუსაჯეს, რომელიც მწვერვალამდე ასვლისას ყოველ ჯერზე დაბლა გორდება.
თუმცა, სტამბოლელი კატის წამება მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა - ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა ფისო აიყვანა და საჭირო ესკალატორზე გადასვა.