საიმონ პორტ ჟაკემუსი და მარკო მაესტრი ტყუპების მშობლები გახდნენ

ჯო

დიზაინერი საიმონ პორტ ჟაკმუსი და მარკო მაესტრი ტყუპების მშობლები გახდნენ. ამის შესახებ ჟაკმუსმა ინფორმაცია საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ორი ახალშობილი, მია და სანი ჩანან. 

2009 წელს ფრანგმა დიზაინერმა საიმონ პორტ ჟაკმუსმა ბრენდი Jacquemus შექმნა. მას სურდა, რომ უფრო მეტი შეექმნა, ვიდრე სამოსი - ოდა გარდაცვლილი დედისადმი. მას ჰქონდა ხედვა და შეძლო საკუთარი ფიქრებისა და წარმოსახვის რეალობად ქცევა. სწორედ ამ იდივიდუალიზმით ის მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში, მონაწილეობდა პარიზის მოდის კვირეულებში და ახლა, 34 წლის დიზაინერი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მოთხოვნად მოდის სახლს მართავს. Jacquemus-ის შემოსავალი 2022 წლის ბოლოსთვის €200 მილიონი იყო.