ქუთაისში, დააკავეს ბებია, რომელმაც 2 წლამდე ბავშვს TikTok ლაივში სცემა
1756720265
ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში ლონდონში ცხოვრების შესახებ წერს. როგორც მებურიშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში ცხოვრება თავიდან ძალიან გაუჭირდა, თუმცა მეგობრების დახმარებით მან მალე თავი სახლში იგრძნო.
„როცა პირველად ლონდონში გადავედი, საერთოდ არავის ვიცნობდი. ყველაფერი ახალი, უცხო, ცივი და ძალიან რთული იყო, მაგრამ ძალიან მალე გავიცანი საოცარი, გამორჩეული ადამიანები რომლებმაც ძალიან მალე შემაყვარეს ეს ქალაქი და თავი სახლში მაგრძნობინეს.
მიხარია და ვამაყობ რომ მოვასწარი ძალიან ბევრი საინტერესო ადგილის აღმოჩენა, ახლა უკვე მაგისტრატურას ვამთავრებ (მალე უფრო დეტალურად გიამბობთ ), ლონდონში გადავიღე ჩემი დამოუკიდებელი ფილმი საოცარ გუნდთან ერთად რომლის ავტორი და რეჟისორი ვარ, ვუძღვებოდი ლონდონიდან რუბრიკას საქართველოსთვის რომლის მეშვეობითაც ფანტასტიური ადამიანები გავიცანი და ბრიტანეთის ულამაზესი ადგილები დავათვალიერე და დაგათვალიერებინეთ. ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ თითოეულმა გამოწვევამ ჩემში გაზარდა ძალა და გამოცდილება. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დამიდგა და ეს მოგზაურობა დაუვიწყარი გახადა,“ – წერს ლელა მებურიშვილი და გამორჩეულ კადრებს გვიზიარებს.