რა ღირს თამო ვაშალომიძის კაბა, რომელიც მან მილანის მოდის კვირეულზე მოირგო

ჯკ

ბოლო პერიოდში, თამო ვაშალომიძის მიმართ ყურადღება გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მეუღლესთან დაშორებაა.

ამჯერად თამო მილანის მოდის კვირეულზე იმყოფება. მან უამრავი ვიდეო- თუ ფოტომასალა გამოაქვეყნა.

თამომ გუშინდელი ღონისძიების ფოტოებიც გამოაქვეყნა. მან რობერტო კავალის შავი, მაქმანებით გაფორმებული ელეგანტური კაბა მოირგო, რომლის ღირებულებაც 2 750 ევროს შეადგენს. ფეხსაცმელი ასევე რობერტო კავალის კოლექციიდან შეარჩია.