„ქმარიც და შვილიც ძალიან მანებივრებენ, ოჯახში ნამდვილი დედოფალი ვარ!“ - სალომე ბაკურაძის ოჯახური ამბები

სალომე ბაკურაძე

მომღერალი სალომე ბაკურაძე ის ადამიანია, რომელიც ყველგან და ყოველთვის, დადებით ენერგეტიკას, სითბოსა და სიხალისეს ასხივებს. ფაქტია, სალომეს არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს, სიმპათიური ქმარი – ლაშა ბასლანძე და უსაყვარლესი შვილი – სანტი, რომლებიც მას ანებივრებენ და თავს ნამდვილ დედოფლად აგრძობინებენ.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მასთან „თბილისელებმა“ ჩაწერა:

– ამბობენ, ყველა წარმატებული ქალის უკან, ძლიერი მამაკაცი დგასო. ამ აზრს ეთანხმები?

– არ მომწონს, როცა დიფერენცირებას ახდენენ, ქალს სჭირდება მამაკაციო... მამაკაცსაც ისევე სჭირდება ქალის იმედად და კედლად ყოფნა, როგორც ქალს მამაკაცის. ქალიცა და მამაკაციც უნდა ცდილობდნენ, ერთმანეთის საყრდენი იყვნენ.

– მოულოდნელი სიურპრიზებით თუ განებივრებს ლაშა?

– ლაშიკოს ძალიან უყვარს საჩუქრების გაკეთება. უყვარს ადამიანების გახარება და ამისთვის მას კონკრეტული თარიღები არ სჭირდება. არ დამავიწყდება, საყურე, რომელზეც ვთქვი: რა ლამაზია-მეთქი, მეორე დღესვე მომიტანა. მითხრა: რა დაელოდებოდა შენს დაბადების დღეს, ახლა მოგეწონა და ახლა გიყიდეო. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში არის ორი მთავარი მამაკაცი, ქმარიც და შვილიც ძალიან მანებივრებენ, ოჯახში ნამდვილი დედოფალი ვარ! (იცინის).