„პრაიმ ჰაუსი“ ინფორმაციას ავრცელებს

პრაიმ ჰაუსი

„პრაიმ ჰაუსი“ აუტსაიდერებისთვის ხმის მიცემის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ხმის მიცემა გრძელდება! მხარი დაუჭირეთ თქვენს ფავორიტს.

#პრაიმჰაუსის ხმის მიცემის წესები: 

ხმის მიცემა შეწყდება პარასკევს ლაივის დროს. ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების და სმს -ების საშუალებით.  მონაწილეებს მინიჭებული აქვთ მხარდამჭერი ნომერი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე.  მობილურით დარეკვისა და სმს-ის ღირებულება შეადგენს: 50 თეთრი.~

ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი ქსელით. ზარებისა და სმს-ების დაფიქსირება შეგიძლიათ შეუზღუდავად, თანაც შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი ხმები სხვადასხვა მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი.  ხალხის რჩეული გამოვლინდება პარასკევს, პირდაპირი ეთერის დროს!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.