ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში - „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1766563500
მომღერალმა მერაია კერიმ ისტორიული რეკორდი დაამყარა - მან Billboard Hot 100-ის ჩარტის სათავეში ჯამში 100 კვირა გაატარა. ყველაზე დიდხანს ლიდერის პოზიციას მისი ლეგენდარული სიმღერა All I Want for Christmas Is You ინარჩუნებდა. კომპოზიცია ჩარტის პირველ ადგილზე 21 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
კერისა და Boyz II Men-ის ერთობლივი ნამუშევარი One Sweet Day რეიტინგის სათავეში 16 კვირა იყო, ხოლო კომპოზიცია We Belong Together - 14 კვირის განმავლობაში.
საერთო ჯამში, All I Want for Christmas Is You Billboard Hot 100-ში 78 კვირის განმავლობაში ფიგურირებდა. მან გაუსწრო დუა ლიპას ტრეკს Levitating და ქალ შემსრულებლების მიერ ტოპ-ათეულში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი სიმღერა გახდა.
Billboard Hot 100 ჩარტი მოიცავს მონაცემებს აშშ-ში ყველა ჟანრის კომპოზიციების მოსმენების, რადიო როტაციებისა და გაყიდვების შესახებ.