„ინოლას მერე ძალიან რთულია, მაგრამ მგონი, ღირსეულად გამოგვივიდა“ – ნინი შერმადინის შესრულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა

ნინი შერმადინი

ნინი შერმადინი გია ბარაშვილის გადაცემას სტუმრობდა.

მისი სტუმრობა, რა თქმა უნდა, სიმღერის გარეშე ვერ დასრულდებოდა. გიამ მას აკომპანემენტი გაუწია გიტარით, ხოლო ნინი შერმადინმა ინოლა გურგულიას ცნობილი სიმღერა შეასრულა.

„დიდი მადლობა გენიალურ გია ბაღაშვილს, მიყვარხარ და ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცი საშუალება, მემღერა ჩემთვის უსაყვარლესი სიმღერა, ინოლას მერე ძალიან რთულია, მაგრამ მგონი, რომ ღირსეულად გამოგვივიდა…“,-წერს ნინი.