პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
ესპანეთში ქალი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ სამუშაო ადგილზე ცვლის დაწყებამდე 30-40 წუთით ადრე მიდიოდა.
გამოცემა Oddity Central-ის ცნობით, ქალი ალიკანტეში მუშაობდა. ხელშეკრულების თანახმად, მისი ცვლა 07:30 საათზე იწყებოდა, თუმცა თანამშრომელი სამსახურში ხშირად 6:45-7:00 საათზე მიდიოდა. უცნობია, ზუსტად რას აკეთებდა ის ამ დროს.
ქალის ეს ჩვევა ხელმძღვანელობას არ მოსწონდა. 2023 წელს მას პირველად უსაყვედურეს და გრაფიკის დაცვა სთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით ხელმძღვანელობამ თანამშრომელს მიანიშნა, რომ შესაბამის ზომებს მიიღებდნენ, მაგრამ ვერც ამ მუქარამ იმოქმედა სიტუაციაზე.
2025 წლის დასაწყისში ქალი სამსახურიდან შრომის რეჟიმის დარღვევის გამო გაათავისუფლეს. დამსაქმებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამსახურში ადრე მისვლა არ მოქმედებს სამუშაოს ხარისხსა და მოცულობაზე, რადგან ამ დროს თანამშრომელი არ ასრულებდა არანაირ დავალებას და არ მოჰქონდა სარგებელი კომპანიისთვის. ქალმა სასამართლოში შეიტანა საჩივარი, მაგრამ დავა წააგო. სასამართლომ დაადგინა, რომ თანამშრომელმა „კომპანიის ნდობა და ლოიალობა შეარყია“.