„დედასთან კომუნიკაცია არ მაქვს...“ - თი მაჭავარიანი

თი მაჭავარიანი

ბლოგერი თი მაჭავარიანი საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ცნობილია, რომ მან დედასთან ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. გამომწერის კითხვაც სწორედ ამ თემას შეეხება, რა ხდება მათ შორის ახლა და რას აპირებს ბლოგერი მომავალში.

„ჩემთვის სენსიტიური თემაა და ამაზე საუბარი არ მიყვარს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ არანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია მასთან არ მაქვს და სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება ძალიან, ძალიან დიდხანს.

ძალიან გთხოვთ, ამის გამო ნუ გამკიცხავთ და განმსჯით, ასე მომიწია ცხოვრებაში. ახლა ბევრად უფრო კარგად ვგრძნობ თავს... ასე მირჩევნია,“ - თქვა თი მაჭავარიანმა.