ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორია

ზურიკო დავითაშვილი

საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურ გვერდზე დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოევლინა სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი. შვიდ კანდიდატს შორის სამი ქართველი ფეხბურთელი იყო – ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.

გაიმარჯვა ზურიკო დავითაშვილმა, რომლის „ოსერთან“ გატანილი გოლი გულშემატკივრებმა საუკეთესოდ აღიარეს.