VIDEO: ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის ამ ფურცელზე ჩემი ძმის გვარიც იქნება დატანილი, მეამაყებით - ნინო კვეკვესკირი

ნიკა კვეკვესკირი

ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის ამ ფურცელზე ჩემი ძმის გვარიც იქნება დატანილი, მეამაყებით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამარჯვების გოლის ავტორის, ნიკა კვეკვესკირის და, ნინო კვეკვესკირი წერს. 

„ძნელია გადმოვცე ის ყველაფერი რასაც განვიცდი, თუმცა თავს ვალდებულად ვთვლი ამდენი სითბოს, ყურადღების, კეთილი სურვილების და თქვენი საოცარი ემოციების შემდეგ ყველას საჯაროდ გადაგიხადოთ მადლობა! პირველ რიგში საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს ვულოცავ ისტორიულ გამარჯვებას, თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ!

მადლობა ყველა გულშემატკივარს, მოედანზე და სატელევიზიო ეკრანებთან, რომლებმაც მთელი 120 წუთის განმავლობაში მე-12 ნომრად ითამაშეს და ბოლოს-ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის ამ ფურცელზე ჩემი ძმის გვარიც იქნება დატანილი, მეამაყებით, - წერს ნინო კვეკვესკირი.

32 წლის ფეხბურთელი აფხაზეთიდან დევნილია.
მისი მშობლები ზუგდიდში ცხოვრობენ, თავად ფეხბურთელი კი თბილისში მეუღლე და შვილებთან ერთად.
ნიკას მეუღლეც აფხაზეთიდან დევნილია.

რაც შეეხება ნიკას დედას ნანა გერგაიას,რომელიც აფხაზეთიდან დევნილია,ამბობს რომ მისი შვილისადმი მედიის მხრიდან დაინტერესების გამო, კომენტარისგან თავს იკავებს.

„თავად ნიკა გასცემს ყველას პასუხს,გთხოვთ არ გვიწყინოთ“,-გვითხრა დედამ.