უეფას ოფიციალურ საიტზე, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ეროვნული ნაკრები

 „უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის დაიწყო.

ქართველი ქომაგისთვის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფა-ს ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი – https://www.uefa.com/euro2024/ticketing/

პორტალზე შესასვლელად საჭიროა, შექმნათ პირადი გვერდი, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტისმისამართი.

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფა-ს პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე ორი ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:

პირველი კატეგორია – 200 ევრო

მეორე კატეგორია – 150 ევრო

მესამე კატეგორია – 60 ევრო

მეოთხე კატეგორია – 30 ევრო