ტყიბულს სუპერლიგაში საკუთარი გუნდი ეყოლება

ტყიბული

ტყიბულის „ორბი“  „ა“ ლიგის ჩემპიონია  და შემდეგი სეზონიდან სუპერლიგაში იასპარეზებს.

ფინალში ტყიბულის „ორბმა” 99:81 „გორის ივერიონი” სტუმრად  დაამარცხა  და ფინალური სერია 3:1 დაასრულა!!

გორში გამართულ შეხვედრებზე, ტყიბულელი გულშემატკივრები საყვარელ გუნდს  მთელი მატჩის განმავლობაში ქომაგობდნენ.

ტყიბულისათვის სუპერლიგის საგზურის მოპოვება ისტორიული შედეგია.

2023-2024 წლების საკალათბურთო  სეზონში პირველად იქნება, რომ ტყიბულის გუნდი  საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, სუპერლიგაში  იასპარეზებს.