მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
1755759819
თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ Anadolu Agency-სთან ინტერვიუში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩებსა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა, რომელსაც 4 სექტემბერს თბილისში ესტუმრება.
„ეს არის ტურნირი, რომელშიც 24 წელია, არ გვითამაშია. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდეთ. პირველი მატჩი (4 სექტემბერს) საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს – ძალიან მნიშვნელოვან მოწინააღმდეგესთან. ვხედავთ, ეს გუნდი ბოლო დროს რამდენად გაიზარდა და განვითარდა. ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, ახლა მათ უფრო სტაბილური შემადგენლობა ჰყავთ. პირველ შეხვედრაში მთელი ჩვენი კონცენტრაცია და ენერგია უნდა ჩავდოთ.
ახდენს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე ხანგრძლივი არყოფნა ჩვენზე ზეწოლას? ასეთი მოლოდინები სრულიად ნორმალურია. თურქეთის მსგავსმა ქვეყანამ ყოველთვის მაღალი მიზნები უნდა დაისახოს. ჩვენ ფეხბურთელები საუკეთესოდ უნდა მოვამზადოთ.
რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეების ძლიერ მხარეებს – პირველი კალათიდან ევროპის ჩემპიონი ესპანეთი შეგვხვდა, მესამე კალათიდან ასევე ძლიერი მეტოქე – საქართველო, მეოთხედან კი – ბულგარეთი, რომელსაც ამ კატეგორიაში ყველაზე მეტი ქულა აქვს. ობიექტურად, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფია, მაგრამ ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ“, – განაცხადა მონტელამ.