ცნობილი გახდა, რას ნიშნავს კვარას გოლის აღნიშვნის ახალი ჟესტი

კვარა

ცნობილი გახდა, რას ნიშნავს ხვიჩა კვარაცხელიას გოლის აღნიშვნის ახალი ჟესტი. აქამდე, ის კალათბურთელ სტეფ კარის მსგავსად აღნიშნავდა. ორი ხელი სახეზე და ძილის იმიტაცია. გუშინ კი, მან ახალი აღნიშვნა შემოგვთავაზა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ეს ყველაფერი კიდევ ერთ კალათბურთელს დ’ანჯელო რასელის ცნობილ “ice in my veins“-ს უკავშირდება. ამ ჟესტის პოპულარიზაცია სწორედ ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ყოფილმა გამთამაშებელმა დაიწყო, რომელიც ახლა უკვე მრავალი სპორტსმენისა და ფეხბურთელის საყვარელი აღნიშვნაა.

მისი მნიშვნელობაა, რომ მოთამაშე მშვიდი და აუღელვებელი დარჩა გადამწყვეტ მომენტში. ზუსტად ასე იყო ხვიჩას შემთხვევაშიც: დარტყმის მომენტში არ აღელდა და თავისი გოლით მთელი პარი სენ ჟერმენი დაამშვიდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუპერვარსკვლავმა გოლის გარდა საგოლე პასიც შეასრულა. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. შემდეგ ტურში პსჟ ბაიერნს დაუპირისპირდება.

წყარო: CrystalSport