შონ ო მალის პირველი კომენტარი დამარცხების შემდეგ

შონ ომალი / დვალიშვილი

დღეს, 8 ივნისს, ნიუ ჯერსიში, UFC 316-ზე, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალის დაუპირისპირდა და მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

უნდა აღინიშნოს, რომ სამივე რაუნდი ქართველის სრული დომინაციით წარიმართა, "მანქანამ" ომალის შანსი არ დაუტოვა.

ცნობისთვის, მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება 2024 წლის 15 სექტემბერს გაიმართა და აღნიშნული ბრძოლაც მერაბის გამარჯვებით დასრულდა. დვალიშვილი ბოლოს 2018 წელს დამარცხდა.

შონ ო მალიმ ბრძოლის შემდეგ მერაბს „უძლიერესი“ უწოდა.

„ის უძლიერესია, შეუდარებელი მებრძოლია“ - თქვა მებრძოლმა მეტოქის შეფასებისას.