საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები შიდა სასელექციო შეკრებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ გუნდებთან ორი ტესტ-მატჩი გაიმართება.

სექტემბერში გუნდი ლიეტუვასთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, რომელსაც საკვალიფიკაციო ციკლისთვის გამოყენებს. გუნდში გამოძახებულია საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის შვილი, „სამტრედიის“ მცველი ლევან კალაძე. ასევე მიწვეულია ინგლისური საფეხბურთო აკადემიის, კონქუესტის მეკარე სანდრო წიკლაური და ფრანგული „ვერტუს“ მცველი თომას ცხვედიანი.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს ოქტომბერში საქართველო უმასპინძლებს. სანდრო კობახიძის გაწვრთნილი გუნდი ისლანდიას და საბერძნეთს შეხვდება. სამგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გავა.

ამხანაგური მატჩები:

28 სექტემბერი – საქართველო – ლიეტუვა
30 სექტემბერი – საქართველო – ლიეტუვა

ევრო 2026 | საკვალიფიკაციო რაუნდი:

24 ოქტომბერი – საქართველო – ისლანდია
30 ოქტომბერი – საქართველო – საბერძნეთი

U17 | შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი კახიძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), საბა ცარციძე (კოლხეთი 1913), სანდრო წიკლაური (კონქუესტის აკადემია, ინგლისი).

მცველები: საბა კილაძე (იბერია 1999), ნიკოლოზ კანდელაკი (იბერია 1999), ანზორი ცირამუა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), ლევან კალაძე (სამტრედია), გიორგი რაზმაძე (ტორპედო ქუთაისი), ანდრია ლოლუა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), თომას ცხვედიანი (ვერტუ, საფრანგეთი), დავითი მაღულარია (ლოკომოტივი თბილისი),გიორგი ტაბატაძე (იბერია 1999).

ნახევარმცველები: გიორგი ლაგვილავა (35 სკოლა), რეზი ვარდანია (ლოკომოტივი თბილისი), ანდრია მჭედლიძე (ინტერის აკადემია), გიორგი გელაშვილი (სფფ-ის ქუთაისის აკადმია), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), ნიკოლოზ ხატოიანი (ტორპედო ქუთაისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), საბა სარალიძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია).

თავდამსხმელები: ლევან ჭიკაიძე (დინამო თბილისი), ლევანი მანჩხაშვილი (იბერია 1999).