ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ოთარ კიტეიშვილი

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველის "გრაცის შტურმი" 30-ე ტურში "ჰარტბერგს" ეთამაშა და მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა. "შტურმის" მხრიდან ერთადერთი გოლი კიტეიშვილმა გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუტანა.

"შტურმი" ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, კონკურენტ "ზალცბურგს" 4 ქულით უსწრებს და ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია.