რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755520230
2025 წლის აგვისტოში, თურქეთის ქალაქ ყარსში გაიმართა საერთაშორისო კიკბოქსინგის ტურნირი, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ირანის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს წარმომადგენელი სპორტსმენები. მარნეულელებმა გამორჩეული შედეგები აჩვენეს სხვადასხვა წონით კატეგორიებში:
71 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ლაშა ლიპარტელიანმა დაიკავა.
53 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი გევორ სარქისიანმა მოიპოვა.
40 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ფამილ დარგალიმ დაისაკუთრა. მათი პირადი მწვრთნელია კახა ჭკადუაა.
35 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება გიორგი ელოანმა მოიპოვა. მისი პირადი მწვრთნელია ნიკოლოზ ჭკადუა.
მნიშვნელოვანია, რომ მარნეულელმა სპორტსმენებმა ტურნირზე არა მხოლოდ მედლები, არამედ გამარჯვებულის ქამრებიც დაისაკუთრეს.