მარნეულელი კიკბოქსიორების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

მარნეულელი კიკბოქსიორების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

მარნეულელი კიკბოქსიორების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე.  12-14 აპრილს, ახალქალაქში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში, K1-ის წესებით, სადაც მონაწილეობა მიიღო სომხეთის ოთხი გუნდის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელმა გუნდებმა.

ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა, მათი მონაგარია ექვსი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი.

ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: არაზ აშიროვი, დავიდ ვართანიან,  დმიტრი ვართანიან, მიხაილ გოგიანი, გიორგი მირზოიანი და  ომარი ჭკადუა.

მეორე ადგილი მოიპოვეს გევორგ სარქისიანმა და  ლუკა ფილფანმა.

აღსანიშნავია, რომ არაზ აშიროვმა და გიორგი მირზოიანმა, ტურნირის  ჩემპიონობასთან ერთად, ორგანიზაციის ქამარი მოიპოვეს.