ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 12 ივლისიდან თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. კონტინენტის პირველობაზე საქართველო, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იტალია, კოსოვო, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი და უკრაინა იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 12 ივლისს, 16:30 წუთზე, იტალიის წინააღმდეგ გამართავს. ჩემპიონატი 20 ივლისამდე გაგრძელდება, მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველოს 2024 წელს ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა.