ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო დივიზიონის ქამრისთვის ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება

ისლამ მახაჩევი

UFC-ს ქვესაშუალო (77კგ) დივიზიონის ჩემპიონი, ავსტრალიელი ჯეკ დელა მადალენა საკუთარი ტიტულის დაცვას 16 ნოემბერს მსუბუქი წონის (70კგ) ყოფილ ჩემპიონთან, ისლამ მახაჩევთან შეეცდება.

მახაჩევმა ცოტა ხნის წინ ილია თოფურიასთან ბრძოლაზე უარი თქვა, ქამარი დათმო და ქვესაშუალო დივიზიონში გადაინაცვლა, ხოლო ავსტრალიელმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული ბელალ მუჰამედის დამარცხების შემდეგ მიმდინარე წლის დასაწყისში მოიპოვა.

33 წლის მახაჩევი ავსტრალიელთან ბრძოლას ზედიზედ 15 გამარჯვებით ხვდება, მან 70 კგ-ში ტიტული 2022 წლის ოქტომბერში მოიპოვა და შემდეგ ოთხჯერ დაიცვა.

რაც შეეხება ჯეკ დელა მადალენას, 28 წლის მებრძოლი UFC-ში ჯერ დაუმარცებელია, კარიერის მანძილზე ჩატარებული 20 დაპირისპირებიდან კი 18 მოიგო.

სატიტულო ბრძოლა UFC 322-ის ეგიდით ნიუ იორკში ჩატარდება.