„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის წლის პირველი მასტერსის, ინდიან ველსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში კრისტოფერ ეუბენკსი ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა და ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ერთი მატჩი აშორებს.
ბასილაშვილის მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იაპონელი იასუტაკა უჩიამა იქნება, რომელმაც სლოვაკ იოზეფ კოალიკს 6:4, 6:4 სძლია.
ქართველისა და იაპონელის მატჩი ინდიან ველსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში დღეს, 4 მარტს შედგება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წელს ინდიან ველსის 1000-ქულიანი მასტერსის ფინალში გავიდა. მაშინ გადამწყვეტი შეხვედრა მან ბრიტანელ კამერონ ნორისთან სამ სეტში დათმო.
ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 152-ე ადგილზეა.
Apple-ი iPhone-ის მომხმარებლებს აფრთხილებს
1746129775