ChatGPT-ში ცვლილებებია - 6 მთავარი სიახლე, რომლებიც ჩატბოტში დაგვხვდება
1755003028
ილია ზაბარნი „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. 22 წლის უკრაინელმა მცველმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისის ჩათვლით გააფორმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისურმა „ბორნმუთმა“ ზაბარნის სანაცვლოდ 66 მილიონი ევრო მიიღო. ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ უკრაინელმა განაცხადა, რომ ბედნიერია მსოფლიოში საუკეთესო კლუბში გადასვლით.
„მიხარია, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბს, „პარი სენ-ჟერმენს“ შევუერთდი. აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს ყველაფერში დავეხმარო. მოუთმენლად ველოდები დებიუტს და გულშემატკივრებთან შეხვედრას“, – განაცხადა ზაბარნიმ.ილია ზაბარნი მეორე ფეხბურთელია, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ ზაფხულში დაიმატა. რამდენიმე დღის წინ კლუბმა „ლილიდან“ ფრანგი მეკარე ლუკა შევალიე შეიძინა.