მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
ქართველმა პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა.
შეჯიბრების ფინალში ზადიშვილმა თანაგუნდელი ნინა თბილაშვილი 15:13 დაამარცხა. შედეგად, ზადიშვილი ტურნირის გამარჯვებული გახდა, თიბილაშვილი კი ვერცხლს დასჯერდა.
ნინა თიბილაშვილმა ნახევარფინალში ბრიტანელ ჯემა კოლინსს 15:7 სძლია, გვანცა ზადიშვილმა კი პოლონელი კინგა დროჟდი მძიმე ბრძოლაში 15:14 დაამარცხა.
ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირმა ხეცურიანმა, მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანელ ჰატერს 15:7 მოუგო.