დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აბუ დაბის გრან სლემზე ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ნახევარფინალში მონღოლ ენკტაივანთან იპონით წააგო და მესამე ადგილისთვის ბელგიელ ვერსტრაეტენს დაუპირისპირდება. მანამდე, მეოთხედფინალში სარდალაშვილმა ყაზახ ამინ ბაკიტჯანის სძლია.
ტურნირზე მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველი, თემურ ნოზაძე (-66 კგ) მერვედფინალში ფრანგ ვალიდ ხიართან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.