Geo Team-ის ცნო­ბით, გიორგი ჩაკვეტაძემ ვალენსიასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

ჩაკვე

Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძემ ვალენსიასთან პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა - მაგიდაზეა 4-წლიანი ხელშეკრულება.

ახლა ყველაფერი უოტფორდსა და ვალენსიას შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული. როგორც შევიტყვეთ, უოტფორდი 10 მილიონს ითხოვს.

ვალენსია ქართველს ანდრე ალმეიდას შეცვლის პირველ კანდიდატად მიიჩნევს - თუ პორტუგალიელი ღამურებს დატოვებს, ესპანური კლუბი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს ზაფხულშივე დახურავს.