ფიფა, შეიძლება, მილიარდობით ევროთი დააჯარიმონ

ფიფა

ცნობილი გახდა, რომ „სამართლიანობისთვის ბრძოლის ფონდი“ ნიდერლანდებიდან ამზადებს სასამართლო სარჩელს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) წინააღმდეგ მილიარდობით ევროზე. მიზეზი მასობრივი წამგებიანობის კანონის დარღვევაა.

კონსალტინგურმა ფირმამ, Compass Lexecon-მა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მოთამაშეების საშუალო დანაკარგები შეადგენს მთელი კარიერის განმავლობაში მიღებული შემოსავლის რვა პროცენტს, რისი მიზეზიც ფიფა-ს წესებია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე ხმაურიანი სკანდალია ლასანა დიარას სასამართლო მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ, როცა ფიფა-მ დაავალდებულა ფეხბურთელი, გადაეხადა რუსებისთვის 10 მილიონი ევრო კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ.

2024 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ფიფა-ს რამდენიმე წესი შეუსაბამოა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

„სამართლიანობისთვის ბრძოლის ფონდი“ ეცდება მიაღწიოს სამართლიანობას ფეხბურთელებისთვის, რომელთა შემოსავლები დაზარალდა ფიფა-ს მხრიდან უსამართლობის გამო და იმედი აქვს, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს მიაღწევს ტრანსფერების რეგულირების საკითხში.