დონარუმა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას დათანხმდა

დონარუმა

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, იტალიელი მეკარე უკვე დათანხმდა ხოსეპ გვარდიოლას გუნდში გადასვლას. „სიტიში“ დონარუმამ შეიძლება ედერსონის ადგილი დაიკავოს, რომელიც, პრესის ცნობით, ემზადება მანჩესტერული კლუბის დასატოვებლად.

გასულ სეზონში 25 წლის დონარუმამ 47 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაუშვა და 17-ჯერ შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი.