„დინამო არენაზე“ საბერძნეთის ნაკრებს 600 ქომაგი უგულშემატკივრებს - სულ გაყიდულია 52 ათასი ბილეთი

ქომაგები

ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს 52 ათასი გულშემატკივარი დაესწრება. ქსელში გაშვებიდან თითქმის ხუთ საათში ყველა ბილეთი გაიყიდა. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე“ შთამბეჭდავ სანახაობას ელოდება ბერძნული მედია. გამოცემა newsit.gr-ის ინფორმაციით, ქართველი გულშემატკივრების დიდი კონცენტრაციის მიუხედავად, არც საბერძნეთის ნაკრები იქნება მარტო. სტადიონზე თამაშს ბერძნების 600 გულშემატკივარი დაესწრება.