ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეკარე ლუკა ხარატიშვილი პოლონეთის 21-წლამდელებთან ევრო 2025-ის პირველი მატჩის (2:1) ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. მან გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, მათ შორის ბოლო წუთზეც, როდესაც კარის წინ დარჩენილ პოლონელ შემტევს გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.
„ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, რომ პირველი სამი ქულა მოვიპოვეთ. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ვართ და ამ წარმატებით ყველანი ბედნიერები ვართ.
რაც შეეხება ჩემს მიერ ბოლოს მოგერიებულ დარტყმას – ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. ბედნიერი ვარ, რომ გუნდის გამარჯვებაში წვლილი შევიტანე.
შემდეგი მატჩისთვისაც სრული სერიოზულობით მოვემზადებით, ზუსტად ისე, როგორც ამას დღემდე ვაკეთებდით. ჯერ ფრანგების თამაში დეტალურად არ გვინახავს, მაგრამ აუცილებლად განვიხილავთ მათ პლუსებსა და მინუსებს.
პენალტის დარტყმის წინ პოლონელ მოთამაშეს რაც ვუთხარი? აქამდე პენალტებს მათი შვიდი ნომერი ასრულებდა – ერთხელ შუაში დაარტყა და მაშინ გააცუდა. არ მეგონა, ახლაც იმავენაირად თუ შეასრულებდა, მაგრამ ვეუბნებოდი, „ვიცი, რას გააკეთებ“. საბოლოოდ, მაინც შუაში დაარტყა“, – აღნიშნა ხარატიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ივნისს საფრანგეთთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება