აშშ-ის ღიას გამარჯვებული 5 მილიონს მიიღებს - „დიდი სლემის“ მეოთხე ტურნირზე სარეკორდო საპრიზო ფონდი თამაშდება

დიდი სლემი

„დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ჩემპიონატის – აშშ-ის ღია პირველობის ორგანიზატორებმა 2025 წლის ტურნირის საპრიზო ფონდის ოდენობა გამოაცხადეს.

როგორც ტურნირის პრესსამსახური იტყობინება, სრული საპრიზო ფონდი შეადგენს 90 მილიონ დოლარს – ეს სარეკორდო თანხაა ჩოგბურთის ისტორიაში.

მამაკაცთა და ქალთა ერთეულთა თანრიგში გამარჯვებული ჩოგბურთელები მიიღებენ 5 მილიონ დოლარს (თითოეული), ფინალისტებს ერგებათ 2.5 მილიონი, ნახევარფინალისტებს – 1.2 მილიონი.

წყვილთა ტურნირებში ჩემპიონები გამოიმუშავებენ ერთ მილიონ დოლარს, შერეულ წყვილებში გამარჯვებულები კი 400 ათასს მიიღებენ.