1763237570
არ იქნებოდა სწორი ჩემგან, ეს მატჩები გამომეტოვებინა - ხვიჩა კვარაცხელია
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან 0-3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ და განაცხადა, რომ მომავალ თამაშებშიც ნაკრების გვერდით იქნება.
„ეს თამაში არ იყო ამხანაგური, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ჩემი აზრით სანამ ჯანმრთელი ვარ, სულ ჩამოვალ საქართველოს დასახმარებლად, ამ შეკრებიდან დავიწყეთ მზადება მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, თუ მზად ვიქნები, ყოველთვის ჩამოვალ საქართველოს დასახმარებლად, არ იქნებოდა სწორი ჩემგან, ეს მატჩები გამომეტოვებინა “- განაცხადა დღევანდელი მატჩის კაპიტანმა ხვიჩა კვარახელიამ თამაშის დასრულების შემდეგ.











