„არ დაგავიწყდეთ, რომ კვარაცხელია ჰყავთ“ - GOAL.COM-მა ჩემპიონატის პირველადი რეიტინგი შეადგინა

კვარაცხელია

ცნობილმა საფეხურთო პორტალმა Goal.com ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა პირველადი რეიტინგი შეადგინა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბოლო – 24-ე ადგილი მიუჩინა. 

კლასიფიკაციის სათავეში საფრანგეთის ნაკრები იმყოფება, მე-2 ადგილზე კი პორტუგალიაა, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე იქნება. სხვა მოწინააღმდეგეთაგან თურქეთს მე-13 პოზიცია უკავია, ჩეხეთი კი მე-17-ეა. 

„შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ევრო 2014-ის ყველაზე მოულოდნელი მონაწილეა. მათ საკვალიფიკაციო ციკლში მხოლოდ 2 მატჩი მოიგეს, 8 შეხვედრაში 8 ქულა მოაგროვეს და მე-4 ადგილი დაიკავეს, სამაგიეროდ, ერთა ლიგის შედეგებით პლეი-ოფში მოხვდნენ და შანსი გამოიყენეს.

საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ლუქსემბურგს ბუდუ ზივზივაძის დუბლის წყალობით სძლია, საბერძნეთთან ფინალში კი გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც გადამწყვეტი დარტყმა ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა და თბილისში ზეიმის გიჟურ სცენებს დაუდო სათავე.

გერმანიაში დაგეგმილი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი იქნებიან და დებიუტანტისგან ალბათ, ბევრს არც არაფერს უნდა ველოდეთ, თუმცა, არ დაგვავიწყდეს შემდეგი: მათ ჰყავთ ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, საოცარი გარემარბი, რომელსაც ჯადოქრული მომენტების შექმნა შეუძლია“,- წერს გამოცემა.

წყარო: