ალექსანდრე იაშვილი: ჯამალ კაიშვილი ნიჭიერი ფეხბურთელია და გვსურს, რომ ნოემბერში საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში გამოვიძახოთ

ალექსანდრე იაშვილი

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ახალი შესარჩევ ციკლში თურქეთთან და ბულგარეთთან მოახლოებულ შეხვედრებს მიეძღვნა, საქართველოს ფეხბურთის ფედრაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი იმყოფებოდა.

მან მოახლოებულ შეხვედრებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე, ასევე „ბაიერნის“ აკადემიის 17 წლის ქართველ ფეხბურთლზე, ჯამალ კაიშვილზე ისაუბრა.

„სომხეთთან მატჩის დროს ცუდი ფაქტი მოხდა – გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ინციდენტს ვგულისხმობ. ამიტომ თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის კარგად ვიქნებით მომზადებული, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ.

რაც შეეხება „ბაიერნის“ მოთამაშე ჯამალ კაიაშვილს, ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა ის ფეხბურთელი დავუბრუნოთ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით უცხოეთში არიან წასული. „ბაიერნში“ ტყუილად არავის აიყვანენ, ჯამალი ნიჭიერი ფეხბურთელია და გვსურს, რომ ნოემბრის შესარჩევი მატჩებისთვის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში გამოვიძახოთ. თუმცა, ჯერჯერობით, ამის გარანტია არ გვაქვს“.