Massive Attack კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

Starring Georgia-ს შეკვეთილის მუსიკალურ სეზონს Massive Attack შეემატა

28 ივლისს, Black Sea Arena ლეგენდარულ ბრიტანულ პროექტს Massive Attack-ს უმასპინძლებს. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე TKT.ge. მათი ფასი 125 ლარიდან 375 ლარამდე მერყეობს.

Starring Georgia-ს, თიბისის და VISA-ს თანამშრომლობის ფარგლებში შევქმენით შენი  მეგზური ციფრული ბარათი, რომლის დახმარებითაც ბევრ საინტერესო შეთავაზებას მიიღებ Starring Georgia-ს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში. გაიაქტიურე ბარათი ახლავე https://tbconline.ge/MB/offer?offerId=9111 და მიიღე სპეციალური შეთავაზებები Massive Attack-ის ბილეთების შეძენისას და Starring Georgia- ს მიერ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზე.

გარდა ამისა Starring Georgia -ს, TBC-სა და VISA-ს პარტნიორობის ფარგლებში რამოდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს:

-30% Star Ring კატეგორიის ბილეთებზე Starring Card-ით გადახდისას;
-20% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი Visa სადებეტო ბარათით გადახდისას;
-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე თიბისი მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით გადახდისას;
-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის და  WM-ის Visa ბარათებით გადახდისას;
-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი განაწილებით გადახდისას.

აღსანიშნავია, რომ 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია.

პირველად საქართველოში, მსმენელს საშუალება მიეცემა ცოცხლად მოისმინოს ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა Teardrop, Unfinished Sympathy, Paradise Circus. ბენდის ღონისძიებები ხშირად აუდიო-ვიზუალურ თეატრალურ წარმოდგენებს გავს, რადგან Massive Attack-ი ყოველთვის ცდილობს მათი შემოქმედება რეალური და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებთან კავშირში იყოს.

Massive Attack ცნობილია ჰიპ-ჰოპის, ელექტრონიკის, დაბის და კიდევ მრავალი მუსიკალური ჟანრის ჰარმონიულად შერწყმის ოსტატობით. მათი შემოქმედება არღვევს მუსიკაში არსებულ ყველა საზღვარს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბრისტოლში დაფუძნებულმა ჯგუფმა შექმნა ერთგულ გულშემატკივართა უდიდესი არმია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც.