გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
ანა ახვლედიანი ცნობილი ქართველი მოდელია, რომელიც საზოგადოებამ 12 წლის წინ გაიცნო. მაშინ სამოდელო სფეროში გამოცდილების არმქონე გოგონა “dolce & Gabbana”-მოდის სახლმა 500 გოგონას შორის ამოარჩია და ბრენდის ფოტოსესიისთვის გადაიღო.
ანას სამოდელო კარიერა სწორედ მაშინ დაიწყო და უცხოურ პოდიუმზე დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ამ სფეროში მან მხოლოდ ორი წელი იმუშავა და შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა.
ანას ამსგავსებდნენ “dolce & Gabbana-ს” სახეს, უმშვენიერეს ბიანკა ბალტის და ლივ ტაილერს. საქართველოში დაბრუნებულმა ულამაზესმა გოგონამ ოჯახი შექმნა, ის გიგი ბერაიაზე დაქორწინდა და წყვილი ახლა პატარა გოგონას ზრდის. ანას გარეგნობა გულგრილს არავის ტოვებს, ის ხშირად უზიარებს გამომწერებს საინტერესო ფოტოებს და რჩევებს, დღეს კი ინსტაგრამზე მის მიმართ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მთავარი კითხვები, რა თქმა უნდა, მის გარეგნობას შეეხებოდა. როგორც ანამ გამომწერებს უთხრა, მას არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული, უფრო მეტიც ინექციური ჩარევებისთვისაც არ მიუმართავს.
ანა ხშირად მოგზაურობს საბერძნეთში და ,ბუნებრივია, მისი გამომწერების ინტერესი ეს საკითხიც გახდა.
“დედაჩემი ბერძენია და ჩემი ახლობლები იქ ცხოვრობენ, ამიტომ ყოველთვის მიყვარდა საბერძნეთი და მქონდა ემოციური კავშირი. ამ ზაფხულის მთელი შვებულება იქ გავატარე და ეს მართლაც განსაკუთრებული იყო”, – პასუხობს ანა.