„ჩემს ცოლს მოსწონს წინა ცოლებს რომ ვემეგობრები...“ - გეგე სულხანიშვილი

გეგე სულხანიშვილი

მსახიობს გეგე სულხანიშვილს 8 მარტს დაბადების დღე ჰქონდა, მას 80 წელი შეუსრულდა. მსახიობი „დღის პოსტის“ სტუმარი იყო.

წამყვანის კითხვაზე რა არის ოჯახში მთავარი, გეგე სულხანიშვილი შემდეგნაირად პასუხობს:

„მე პირადად როგორ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ძალიან მომწონს შეკრული ოჯახები, არ მომწონს ჩემი განვლილი ცხოვრება, მოხდა ასე და რას ვიზამთ. ბევრ რამეს შევცვლიდი ახლა ამ გადმოსახედიდან. ოჯახების დანგრევა ჩემი მიზეზით ხდებოდა. ძალიან არ მსიამოვნებს, როცა სადმე ვარ და ამბობენ ამას მე-6 ცოლი ჰყავსო. ადრე არ ვაქცევდი ამას ყურადღებას, ახლა აღარ მომწონს. ახალგაზრდებს ვურჩევდი, ცოტა მეტად დაფიქრდნენ და მეტად სერიოზულად მიუდგნენ დაქორწინების საკითხს“.

მსახიობი მეუღლეებზეც საუბრობს. როგორც თავად ამბობს, პირველად 24 წლის ასაკში დაქორწინდა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე 6-ჯერ დაქორწინდა. მსახიობი ყოფილ, 5 მეუღლეზე თბილად საუბრობს.

„ახლა ყოველდღიური ურთიერთობა არ მაქვს ყოფილ ცოლებთან, მაგრამ ხშირად ტელეფონით მოვიკითხავ ხოლმე, როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება, რაც შეგვიძლია გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს

ახლანდელი ცოლი ყოფილებზე არ ეჭვიანობს, მოსწონს კიდევ წინა ცოლებს რომ ვემეგობრები“ - ამბობს მსახიობი.

ასევე ნახეთ:

„ურთიერთობაში მთავარია გადასარევი სექსი... ქალმა უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას ფოტოს აქვეყნებს

„საათი არავითარ შემთხვევაში აჩუქოთ...“ - კიდევ რა ნივთების ჩუქება არ შეიძლება ერთმანეთისთვის

ქეით მიდლტონი ხელოვნურ კომაშია?! - სად გაუჩინარდა უელესის პრინცესა - ყველაფერი, რაზეც ექსპერტები საუბრობენ