ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
ბრენდან ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი სტუდია Universal-თან ახალ „მუმიაში“ გადაღებებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
Deadline-ის წყაროების ცნობით, მსახიობები თავიანთ როლებს უნდა დაუბრუნდნენ პირველი ფილმებიდან. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე საიდუმლოდ რჩება.
თუმცა, ცნობილია, რომ ახალი მუმიის რეჟისორები მეთიუ ბეტინელი და ტაილერ ჯილეტი იქნებიან, სცენარს დევიდ კოგშოლი დაწერს.
„მუმიის“ პირველი ნაწილი 1999 წელს გამოვიდა. სწორედ ფილმების ამ სერიამ აქცია ფრეიზერი ჰოლივუდის ერთ-ერთ ვარსკვლავად. ამ ეტაპისთვის, სერიის ბოლო ფილმი - „მუმია: დრაკონების იმპერატორის სამარხი“ ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა.