1751921238
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება

ცენტრალურ ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, არიან დაკარგულებიც.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. დაღუპულთა შორის არის გოგონათა საზაფხულო ბანაკის 27 დამსვენებელი ბავშვი და ბანაკის პერსონალი. დაკარგულია ათი გოგონა.
მსხვერპლთა შორის 84 დაიღუპა კერის ოლქში, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე გვადალუპე ადიდდა. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ტეხასში მეტ ნალექს პროგნოზირებენ.
მიმდინარე კვირაში ტეხასში ჩასვლას გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ამასთან, თეთრ სახლში უარყოფენ ბრალდებებს, რომ ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის დაფინანსების შემცირებამ კატასტროფაზე რეაგირება შეაფერხა.